2022 წლის 20 მაისს, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ ონლაინ ფორმატში, ტრენინგი ჩაუტარა მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებს. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებასა და მათზე წვდომის საკითხებს. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა მონაცემთა ბაზებში ძიების გზების შესახებ და უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
2022 წლის 18 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ თურქეთის ალტინბას უნივერსიტეტს. შეხვედრა გაიმართა ორ პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის, სადაც განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობითი გეგმები. შეხვედრამ საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
პლაგიატის პრევენციისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის 19 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი-პროგრამა “Ouriginal”- ის განხილვა. ტრენინგს უძღვებოდა ,,საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017″-ის წარმომადგენლი, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი – თეონა პაპიაშვილი. მან ისაუბრა მსგავსების ამომცნობი პროგრამის ფუნქციის, ნაშრომის შემოწმებისა და მიღებული შედეგების ანალიზის შესახებ. ტრენინგი გათვალისწინებული …
19 მაისს 15:00 საათზე ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე: ანტიპლაგიატის პროგრამა “Ouriginal”- ის განხილვა. ტრენინგს ჩაატარებს ,, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017″-ის წარმომადგენელი, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი – თეონა პაპიაშვილი. ტრენინგი ჩატარდება ზუმში და განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მსგავსების ამომცნობი პროგრამის არსი და ფუნქცია ნაშრომის შემოწმების პროცედურები მიღებული შედეგების ანალიზი შეხვედრის …
2022 წლის 23-24 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 ივნისი. ნაშრომები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა