
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და დანადგარებით, სადაც სტუდენტებსა და რეზიდენტებს ეძლევათ საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაიარონ თეორიული და პრაქტიკული კურსი როგორც სასწავლო ასევე სარეზიდენტო პროგრამებით. კლინიკაში მოქმედებს თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტული და ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის განყოფილებები. აგრეთვე, ფიზიოთერაპიული და რენტგენო-კომპიუტერული კაბინეტები.
საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტები ღებულობენ სრულ და მაღალკვალიფიციურ მომსახურეობას თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტულ, ბავშვთა ასაკის დაავადებათა მკურნალობაში. კლინიკის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს რეზიდენტურის პროგრამები: თერაპიული სტომატოლოგია (პროგრამის ხანგრძლივობა-11 თვე), ორთოპედიული სტომატოლოგია (პროგრამის ხანგრძლივობა-18 თვე), ექიმ-სტომატოლოგთა გადამზადების მოკლევადიანი კურსები ქირურგიულ და ბავშვთა ასაკის თერაპიულ სტომატოლოგიაში (პროგრამების ხანგრძლივობა-3 თვე).
საკონტაქტო ინფორმაცია
(+995) 555 000 461
dentalclinic@geomedi.edu.ge
Facebook
















