სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური

სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მთავარი ფუნქციებია: სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, ქართველ და სხვადასხვა ეროვნების სტუდენტთა შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფებსა და სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სტუდენტური პროექტების და ნოვატორული ინიციატივების ხელშეწყობა და მისი კოორდინაცია. სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტთა შორის სპორტული და კულტმასობრივი მუშაობის ფართოდ გაშლა და მათი სხვადასხვა შემოქმედებით კლუბებში გაერთიანება, სპორტულ შეჯიბრებებში, საქველმოქმედო, სამეცნიერო, შემეცნებით, კულტურულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა, კურსდამთავრებულთა შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთობის დამყარება, კურსდამთავრებულთა ბაზის წარმოება, სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის ღონისძიებების ჩატარება, მათი დასაქმებისა და განვითარების მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია
სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ეკატერინე-მადონა ბუაძე
ekaterine.buadze@geomedi.edu.ge


კარიერული განვითარება

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლაზე და მათ მომავალ დასაქმებაზე ზრუნავს სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია დასაქმება/განვითარების ხელშეწყობა, ვაკანსიების მოძიება და დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარება. გეომედის კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი დასაქმების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ერთის მხრივ, უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური სტანდარტით და მეორეს მხრივ, სტუდენტთა კარიერული წინსვლისათვის მიმართული ღონისძიებების გატარებით.
კარიერული განვითარების თვალსაზრისით სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სისტემატიურად ტარდება ტრენინგები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები გაცნობა მიმდინარე ვაკანსიების შესახებ. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და გაფორმებული აქვთ მემორანდუმები სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით.

უნივერსიტეტ გეომედის კურსდამთავრებულთა სტატისტიკა


Facebooktwitterpinterestlinkedinmail