2022 წლის 15 აპრილს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის სუჯიტ ჯამესბჰაი ვაგჰელას მოხსენება თემაზე: „ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.
შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელის პოზიციაზე. – საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის (პროგრამის შემუშავება/განვითარებაში მონაწილეობა) არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად). ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე. – …
უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია, მივლინებული იყო აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარტნიორ უნივერსიტეტში „ამერიკულ კოლეჯი“, სადაც მან ჩაატარა სალექციო კურსი: “Company and Marketing Strategy Partnering to Build Consumer Relationship”. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თორნიკე ხოშტარია შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ მარჯან ბოჯაჯიივის და ბიზნესის ფაკულტეტის …
უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-3, მე-4 და მე-5 კურსების სტუდენტებს რეგულარულად უტარდებათ კლინიკური „5 წუთიანი“ ქეისების განხილვა. ასეთი სახის ჩართვები პანდემიის პერიოდშიც ტარდებოდა ონლაინ ფორმატში. „5 წუთიან“ შეხვედრებს უძღვებიან უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები და განიხილავენ კლინიკაში შემოსულ თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ და ორთოდონტიულ საინტერესო შემთხვევებს. სტუდენტების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოყვა „5 წუთიან“ ჩართვებს, რადგან მსგავსი ქეისების …
I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად 1 (ერთი) ადგილზე. II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.გამოსაცდელი ვადა – 3 თვე. III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.2. ეტაპი – გასაუბრება. IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია …