2022 წლის 18 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ თურქეთის ალტინბას უნივერსიტეტს. შეხვედრა გაიმართა ორ პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის, სადაც განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობითი გეგმები. შეხვედრამ საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
პლაგიატის პრევენციისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის 19 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი-პროგრამა “Ouriginal”- ის განხილვა. ტრენინგს უძღვებოდა ,,საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017″-ის წარმომადგენლი, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი – თეონა პაპიაშვილი. მან ისაუბრა მსგავსების ამომცნობი პროგრამის ფუნქციის, ნაშრომის შემოწმებისა და მიღებული შედეგების ანალიზის შესახებ. ტრენინგი გათვალისწინებული …