უნივერსიტეტის მისია

შპს უნივერსიტეტი გეომედის მისიაა გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰარმონიზაციას, ორიენტირებულს სტუდენტის ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაზე მედიცინის, სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სფეროში.
უნივერსიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს იმგვარი საგანმანათლებლო გარემოს შექმნით, სადაც კვლევა, კრიტიკული აზროვნება, გამოცდილების გაზიარება, ტოლერანტობა, უწყვეტი პროფესიული ზრდა, ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა პრიორიტეტებია, რაც განაპირობებს თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail