უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობა თურქეთის საერთაშორისო სიმპოზიუმში

უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობა თურქეთის საერთაშორისო სიმპოზიუმში

2022 წლის 16-18 მაისს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, უსკუდარის უნივერსიტეტში ჩატარდა მეცხრე საერთაშორისო კომუნიკაციის დღეების სიმპოზიუმი: “Communication Studies in the Digital Age”, რომელშიც მონაწილეობდნენ კომუნიკაციის მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედია კომუნიკაციების სპეციალისტები და პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტ გეომედიდან მიწვეულნი იყვნენ და სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა თორნიკე ხოშტარიამ და არჩილ კაპანაძემ. პროფესორ თორნიკე ხოშტარიას თემა „Utilising Consumer-Based …

სტუდენტთა ტრენინგი

სტუდენტთა ტრენინგი

2022 წლის 20 მაისს, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ ონლაინ ფორმატში, ტრენინგი ჩაუტარა მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებს. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებასა და მათზე წვდომის საკითხებს. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა მონაცემთა ბაზებში ძიების გზების შესახებ და უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.