ჯანდაცვის სისტემის განვითარების საქმეში დიდ როლს ასრულებს მენეჯმენტი, რომლის მოქნილად გამოყენება წარმოადგენს ჯანდაცვის ობიექტის ეფექტიან საქმიანობის საფუძველს. უნივერსიტეტი გეომედი აქტიურადაა ჩართული საქართველოს ჯანდაცვისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებში. საქართველოში ჩვენმა უნივერსიტეტმა პირველმა შექმნა „ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტი“-ს საბაკალავრო და „ჯანდაცვის მენეჯმენტი“-ს სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთანაა შესაბამისობაში და მიმართულია ახალი სახის მენეჯერული კადრის მომზადებაზე. ფაკულტეტს ხელმძღვანელობენ და პროგრამებს ახორციელებენ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. სტუდენტების დახელოვნება წარიმართება როგორც უნივერისტეტ გეომედის, აგრეთვე აფილირებულ სხვადასხვა მულტი-პროფილურ კლინიკებში.
საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროა მენეჯერული თანამდებობა ჯანდაცვის სისტემის ობიექტებში, ასევე ქვეყნის ეკონომიკის დარგების ორგანიზაციებში, სადაზღვევო და სხვა სექტორების კომპანიებში. სწავლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურის) დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა აქვთ დაიკავონ ზემოხსენებულ სამსახურებში ხელმძღვანელი თანამდებობები, ან განაგრძონ სწავლა დოქტორანტურაში.

თორნიკე ხოშტარია
ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი
ელ. ფოსტა: tornike.khoshtaria@geomedi.edu.ge
2003 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი და მიიღო ეკონომისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ექსპერტ-დიპლომატის კვალიფიკაციით. მას ასევე აქვს კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების საერთაშორისო მარკეტინგში. 2018 წელს, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა „ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის“ ხარისხი.
მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია: ბიზნესის სტრატეგიის ფორმულირება და განხორციელება, მარკეტინგული სტრატეგია, ბაზრის სეგმენტაცია. აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, წამყვან თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ბატონ თორნიკეს აქვს მოპოვებული ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის და ერაზმუს + ის სტიპენდიები შედლცეს, ბრნოს და ვილნიუსის გედიმინას სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტებში.
საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია
მაგისტრატურა
სამაგისტრო ნაშრომის ინსტრუქცია
სამაგისტრო ნაშრომების აბსტრაქტები:
კარიერული სქემა




