უნივერსიტეტი გეომედი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მისი დამფუძნებელი და რექტორია – პროფესორი მარინა ფირცხალავა. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს 1998 წლიდან და წარმატებით ახორციელებს უმაღლესი განათლების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია საგანმანათლებლო სფეროში ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი და უწყვეტი განათლების განვითარება. უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის მომზადება და ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე სამედიცინო საქმიანობის წარმართვა.
უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისათვის შექმნილია სწავლისთვის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის კომფორტული გარემო კეთილმოწყობილი აუდიტორიებით, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით და თანამედროვე კლინიკური ბაზებით. უნივერსიტეტს გააჩნია ბეჭდური და ელექტრონული რესურსებით მდიდარი ბიბლიოთეკა, აქვს უფასო წვდომა სამეცნიერო ბაზებთან (EBSCO, SCOPUS), სადაც ინტეგრირებულია ათასობით სამეცნიერო პუბლიკაცია. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს წარმართავს ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც სტუდენტებს მაღალპროფესიულ დონეზე გადასცემს ღრმა და ფუნდამენტურ ცოდნას. ამ ცოდნით აღჭურვილი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას ქვეყნის წამყვან კლინიკებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
უნივერსიტეტი ამზადებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შემდეგ ფაკულტეტებზე:
- მედიცინის ფაკულტეტი
- სტომატოლოგიის ფაკულტეტი
- ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი