ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი


ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული. მისი მართვის ორგანოა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის სამეცნიერო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები: განყოფილებები, ლაბორატორიები, ვივარიუმი და სხვა.


ინსტიტუტის საქმიანობის სფერო

ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი ამოცანებია:

  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება უნივერსიტეტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად
  • ექსპერიმენტული, კლინიკური, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, მათი შესწავლა და მიღებული შედეგების გამოქვეყნება
  • თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხო ქვეყნების წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება, რაც ხელს უწყობს ინსტიტუტის კვლევების შედეგების წარმოჩენას

 

 

ვალენტინა მიტტოვა
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელ. ფოსტა: valentina.mittova@geomedi.edu.ge

ვალენტინა მიტტოვამ 2003 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტიდან (ისრაელი). 2003-2004 წლებში იგი იყო პოსტდოქტორანტი ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). მას აქვს მრავალი წლის აკადემიური გამოცდილება (2004-2022) უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ პერსონალად მუშაობის მიმართულებით. მისი სამეცნიერო კვლევები მიმართულია სხვადასხვა სამკურნალო მცენარის სახეობების ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული პოტენციალის შესწავლისკენ და მათი გავლენის შეფასებისკენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვალენტინა არის ასოცირებული რედაქტორი ჟურნალ Molecular Diagnostics and Therapeutics (Frontiers in Molecular Biosciences) და თემის რედაქტორი ჟურნალ Molecules-ში. მას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და ამჟამად მისი H-ინდექსი შეადგენს 27-ს.


მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია

ხელმძღვანელი – მალხაზ ვახანია, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
malkhaz.vakhania@geomedi.edu.ge

მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტული კვლევები ლაბორატორიულ ცხოველებზე და მათზე მცენარეული პოლიფენოლების და ცილოვანი ექსტრაქტების გავლენის შესწავლა. მცენარეული ექსტრაქტების მოქმედება შეისწავლება იმ მოდელურ ცხოველებზე, რომლებშიც ქიმიური ტოქსიკური ნივთიერებებით გამოწვეულია სხვადასხვა სახის დაავადებები ან დაავადების წინარე ცვლილებები. პოლიფენოლების და ცილოვანი ექსტრაქტების მისაღებად გამოყენებულია, როგორც ენდემური, ისე ზოგადად, კავკასიის რეგიონში გავრცელებული ჯერ კიდევ შეუსწავლელი მცენარეები.


პათომორფოლოგიის ლაბორატორია

ხელმძღვანელი – თეიმურაზ თავხელიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი
teimuraz.tavkhelidze@geomedi.edu.ge

პათომორფოლოგიის ლაბორატორიის კვლევის საგანია ექსპერიმენტული ცხოველების ორგანოების და ავადმყოფთა ოპერაციის შედეგად ამოკვეთილი ქსოვილების პათომორფოლოგიური კვლევები, როგორც მაკროსკოპული, ისე მიკროსკოპული მეთოდებით.


ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულება


Facebooktwitterpinterestlinkedinmail