2022 წლის 11-14 მაისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ჩატარდა გინეკოლოგია-ენდოკრინოლოგიის მე-20 მსოფლიო კონგრესი (ISGE), რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და დარგის მოწინავე ექსპერტ-სპეციალისტები. კონგრესზე მოხსენებით წარსდგა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასისტენტ-პროფესორი ელენე ასანიძე თემებით: „ორსულობის განმეორებითი დანაკარგები პაციენტებში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით“ და „მემკვიდრეობითი თრომბოფილია ქართველ ქალებში დაუდგენელი გენეზის ორსულობის დანაკარგებით“. თემატიკის აქტუალობიდან და კვლევის შედეგად მიღებული სამეცნიერო …