2022 წლის 28 მაისს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო საუნივერსიტეტო ტური ყაზბეგში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები. ტურის ბოლოს გაიმართა ტრადიციული პიკნიკი, სადაც სტუდენტებმა სასიამოვნოთ გაატარეს დრო სხვადასხვა გასართობი აქტივობებით. ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო და სტუდენტთა გაცნობა-დაახლოებას ისახავდა მიზნად.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით 2022 წლის 31 მაისს, 3 საათზე, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის კომუნიკაციების სფეროში მათი უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენას, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა გაიმართება Zoom აპლიკაციის მეშვეობით. შეხვედრის ლინკი:https://gncc.zoom.us/j/85336971677?pwd=RitpYUJpcnliZEkxQ3VMZHZUcW5zdz09 …
2022 წლის 11-14 მაისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ჩატარდა გინეკოლოგია-ენდოკრინოლოგიის მე-20 მსოფლიო კონგრესი (ISGE), რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და დარგის მოწინავე ექსპერტ-სპეციალისტები. კონგრესზე მოხსენებით წარსდგა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასისტენტ-პროფესორი ელენე ასანიძე თემებით: „ორსულობის განმეორებითი დანაკარგები პაციენტებში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით“ და „მემკვიდრეობითი თრომბოფილია ქართველ ქალებში დაუდგენელი გენეზის ორსულობის დანაკარგებით“. თემატიკის აქტუალობიდან და კვლევის შედეგად მიღებული სამეცნიერო …
2022 წლის 20 მაისს, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში, უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი კორაშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ებერსის პაპირუსის სამკურნალო რეცეპტები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.
2022 წლის 16-18 მაისს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, უსკუდარის უნივერსიტეტში ჩატარდა მეცხრე საერთაშორისო კომუნიკაციის დღეების სიმპოზიუმი: “Communication Studies in the Digital Age”, რომელშიც მონაწილეობდნენ კომუნიკაციის მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედია კომუნიკაციების სპეციალისტები და პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტ გეომედიდან მიწვეულნი იყვნენ და სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა თორნიკე ხოშტარიამ და არჩილ კაპანაძემ. პროფესორ თორნიკე ხოშტარიას თემა „Utilising Consumer-Based …