სიედლცეს უნივერსიტეტის პროფესორი გეომედს სტუმრობდა

სიედლცეს უნივერსიტეტის პროფესორი გეომედს სტუმრობდა

2022 წლის 3 მაისს, უნივერსიტეტ გეომედს სტუმრობდა სიედლცეს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი ბართლომე სუხოდოლსკი. უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, კვლევითი პროექტების განხორციელება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები და თანამშრომლობა “Erasmus+”-ის ფარგლებში. ვიზიტმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.