სტომატოლოგიური საფანტომო ლაბორატორია

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სტომატოლოგიური საფანტომო ლაბორატორია, რომელიც წარმოდგენილია თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული განყოფილებებით, სადაც სტუდენტები კლინიკური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად და დასახვეწად მომზადებას გადიან ფანტომებზე.

სტომატოლოგიური ფანტომები მაქსიმალურადაა დაახლოებული ადამიანის ყბა-სახის აგებულებასთან. თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ და ორთოდონტულ საფანტომო ლაბორატორიებში სტუდენტები პროფესიული ბორმანქანით სწავლობენ პირის ღრუსთან დაკავშირებულ ყველა მანიპულაციას თუ მკურნალობას. აქვე სტუდენტებისათვის ტარდება OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა).


Facebooktwitterpinterestlinkedinmail