უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის ტრენინგი ჩატარდა

პლაგიატის პრევენციისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის 19 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი-პროგრამა “Ouriginal”- ის განხილვა. ტრენინგს უძღვებოდა ,,საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017″-ის წარმომადგენლი, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ ცენტრის პედაგოგი – თეონა პაპიაშვილი. მან ისაუბრა მსგავსების ამომცნობი პროგრამის ფუნქციის, ნაშრომის შემოწმებისა და მიღებული შედეგების ანალიზის შესახებ.

ტრენინგი გათვალისწინებული იყო აკადემიური პერსონალისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail