სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2022 წლის  24 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის  სააქტო დარბაზში ჩატარდა  სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, რომელზეც მოხსენებები წარმოადგინეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სტუმრებმა.კონფერენციას უძღვებოდა რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში- პროფესორი ზურაბ ცეცხლაძე.სტუდენტების მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, განხილული თემების  გარშემო გაიმართა დისკუსია.  კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ნინო ტუღუში (სტომატოლოგიის ფაკულტეტი,  IV კურსი, …

„თბილისის სტუდენტური თასი 2022“

„თბილისის სტუდენტური თასი 2022“

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა წარმატების იასპარეზეს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარებულ ჩემპიონატში.   ოქროს მედალი ქართულ ჭიდაობაში 2022 წლის 20 ივნისს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იმედა გოგოლაძე. მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ფიზიკური …

სარეზიდენტო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები

სარეზიდენტო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები

უნივერსიტეტი გეომედი და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ულოცავენ თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურის კურსდამთავრებულებს პროგრამის სრული კურსის წარმატებით დასრულებას და უსურვებენ მათ პროფესიულ წინსვლას, წარმატებებს და მადლიერ პაციენტებს. სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

უნივერსიტეტ გეომედის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა

უნივერსიტეტ გეომედის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა

2022 წლის 8 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედსა და საფეხბურთო გუნდ „ირაო“-ს შორის შედგა ურთიერთ თანამშრომლობითი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან

შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით, 2022 წლის 31 მაისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, სადაც ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მან მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.