საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკა

უნივერსიტეტ გეომედთან ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების, მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის რეაბილიტაციურ მომსახურებას. კლინიკის მიზანია მოსახლეობას მისცეს საშუალება ისარგებლოს წამყვანი ქვეყნების მიერ შემუშავებული რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებით. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკა მოიცავს სპორტული რეაბილიტაციის, მოზრდილთა და ბავშვთა მიმართულებებს; აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და მოწყობილობებით, ასაკისა და პათოლოგიის გათვალისწინებით. კლინიკის სამედიცინო პერსონალი (ექიმები, რეაბილიტოლოგები, მასაჟისტები) გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და კვალიფიკაციით, ხოლო კლინიკის ექიმები პედაგოგიურ მოღვაწეობას წარმატებით უთავსებენ საექიმო და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას. თითოეული მათგანი მუშაობს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებთან, გუნდებთან და ცოდნის გაღრმავებისა და განახლების მიზნით მუდმივად ჩართული არიან ტრეინინგ-სისტემაში.


უნივერსიტეტ გეომედის რეაბილიტაციის კლინიკის წარმატების საწინდარია:
  • ინდივიდუალური მიდგომა პაციენტებთან
  • მუშაობის გუნდური პრინციპი
  • მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
  • თანამედროვე აპარატურა
  • მაღალკვალიფიციური სპეციალისტები

აპარატული ფიზიოთერაპია მოიცავს:
  • ლაზეროთერაპია
  • ელექტრო თერაპია
  • ულტრაბგერითი თერაპია
  • მაგნიტოთერაპია
  • დარტყმითი თერაპია

ორთოპედიულ – ტრავმატოლოგიური სამკურნალო მანიპულაციებია:
  • სახსრის დამუშავება
  • სამკურნალო ვარჯიში
  • მასაჟი
  • ლიმფური დრენაჟი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლინიკაში მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად პაციენტს დახვდეს უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ყურადღებიანი პერსონალი და ეფექტური მომსახურება. კლინიკა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე. კლინიკის მფლობელობაშია შშმ პირებისათვის განკუთვნილი სპეც-ავტომობილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება პაციენტებს და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას.

საკონტაქტო ინფორმაცია
(+995) 555 12 14 50
urc@geomedi.edu.ge
Facebook



Facebooktwitterpinterestlinkedinmail