სტუდენტთა ტრენინგი

2022 წლის 20 მაისს, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ ონლაინ ფორმატში, ტრენინგი ჩაუტარა მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებს. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებასა და მათზე წვდომის საკითხებს. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა მონაცემთა ბაზებში ძიების გზების შესახებ და უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail