მედიცინის ფაკულტეტი

ექიმობა, ყველაზე საპასუხისმგებლო და ჰუმანური პროფესია, რომელიც დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. დღევანდელი გლობალიზაციის პროცესში აუცილებელია ექიმს შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო შრომით ბაზარზე ნებისმიერი ქვეყნის კურსდამთავრებულს. უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტზე არის ყველა შესაძლებლობა სტუდენტმა მიიღოს მაღალკვალიფიციური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ჩვენი აკადემიური პერსონალი მიზანმიმართულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს სწავლების პირველ დღიდანვე კლინიკური აზროვნება და შესძინოს მაღალპროფესიონალური კლინიკური უნარ-ჩვევები. ფაკულტეტს აქვს მემორანდუმები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, და წარმატებით თანამშრომლობს მათთან. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტირებულია საქართველოს განათლების ხარიხის ეროვნული ცენტრის მიერ, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ პროგრამები აკმაყოფილებს ENQA და WFME სტანდარტებს. ფაკულტეტზე არსებული მეგობრული და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, აძლევს სტუდენტს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ჩამოყალიბდეს როგორც მაღალი პროფესიული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი.

უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს, 2022 წლის 5 აგვისტოს, მიენიჭა უპირობო აკრედიტაცია 6 წლის ვადით “The Accreditation, Certification and Quality Assurance Institute – ACQUIN“-ის მიერ.


მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

ხათუნა მაკალათია
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
ელ. ფოსტა: khatuna.makalatia@geomedi.edu.ge

– დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მიმართულება მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია
– ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ
– არის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მკვლევარი
– საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პუბლიკაცია ბაქტერიოფაგიის, ფაგოთერაპიისა და მიკრობიოლოგიის დარგში

სწავლების გამოცდილება – 3 წელი
კვლევის გამოცდილება – 10 წელი


დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

ნინო ოთარიშვილი
უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის (ქართულ/ინგლისური) პროგრამების ხელმძღვანელი.
ელ. ფოსტა: nino.otarishvili.@geomedi.edu.ge

– 2007წ-დან დღემდე-შპს აკად.ნ.ყოფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, კარდიოლოგიის დეპარტამენტი, ექიმი-კარდიოლოგი, დეპარტამენტის უფროსი
– მედიცინის აკადემიური დოქტორი 2006 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სადისერტაციო ნაშრომი: „პირდაპირი მოქმედების ანტიოქსიდანტის – ენერგოსტიმის ზემოქმედება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის კლინიკურ მიმდინარეობასა და ინფარქტის ზომაზე“ 2001წ – სასერტიფიკაციო გამოცდა-კარდიოლოგია
– 1997წ – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის სერთიფიკატი;
– 1996წ-UNISEF-ის კლინიკური ტრეინინგის კურსი
– 1994-1995წწ-ინტერნატურის სასწავლო კურსი-რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება
– 1988-1994წწ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
– საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სტატია მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დარგში
– სწავლების გამოცდილება – 8 წელი
– კვლევის გამოცდილება – 27 წელი



ანატომიის ბლოკი

ანატომიის ლექცია და პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება მოდერნიზებულ ანატომიის ბლოკში, რომელიც აღჭურვილია სწავლების თანამედროვე საშუალებებით: სამგანზომილებიანი ანატომიური მაგიდა, ანატომიის ბეჭდური ატლასები, მშრალი და სველი პრეპარატები, სასწავლო ვიდეოები და ანიმაციები, სამგანზომილებიანი ანატომიური ატლასი. ანატომიის ბლოკის ყველა აუდიტორია აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებით, ყველა ტიპის მულაჟებით (ჩონჩხი, კუნთების და შინაგანი ორგანოების მულაჟები და ა.შ.), სინათლის მიკროსკოპებით. ასევე, სწავლების პროცესში გამოიყენება მიკროპრეპარატები, სლაიდები და ციფრული მიკროსკოპი.


კარიერული სქემა


Facebooktwitterpinterestlinkedinmail