ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც ხორციელდება საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ევროპული სტანდარტების შესაბამისად. სტუდენტები მომავალ პროფესიას ეუფლებიან, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად გეომედის სარეაბილიტაციო კლინიკაში, უნივერსიტეტთან აფილირებულ სხვადასხვა მულტი-პროფილურ კლინიკებში და გამაჯანსაღებელ ცენტრებში, სადაც სტუდენტები სწავლობენ ფიზიკური რეაბილიტაციის პრინციპებს და პროგრამებს, სპორტული ტრავმების რეაბილიტაციის სისტემის ორგანიზაციას და პრაქტიკას, თანამედროვე სარეაბილიტაციო მეთოდებს და ტექნოლოგიებს, მათ გამოყენებას სხვადასხვა სისტემების დაზიანებებისა და დაავადებების დროს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი ერთ ღირსეულ საგანმანათლებლო კერად იქცა საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების სივრცეში. ჩვენ მომავალ სტუდენტებს ვთავაზობთ თანამედროვე პროგრამებსა და მდიდარ საუნივერსიტეტო გამოცდილებას. ფაკულტეტი ძალისხმევას არ იშურებს შექმნას ისეთი გარემო, სადაც მაქსიმალურად შეძლებთ თქვენი ნიჭის რეალიზებას და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებას.
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი,
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი
ლელა აფციაური
პედაგოგიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი
ელ. ფოსტა: lelaaptsiauri@geomedi.edu.ge
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი გამოყენებითი სოციოლოგიის განხრით, ილიას უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მიმართულებით სამოქალაქო სამართალი. დისერტაცია დაიცვა მოსკოვში-სახელმწიფო ცენტრალური ლენინის სახელობის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, მინიჭებული აქვს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის წოდება. ქალბატონი ლელას აქვს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ასევე, საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტთან არსებული საკოორდინაციო სამეცნიერო საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 6 სახელმძღვანელო, 65 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია.
- საგანმანათლებლო პროგრამა
- პროგრამის მოკლე აღწერა
- სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუსები)
- საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, წარდგენისა და შეფასების ინსტრუქცია
მაგისტრატურა
- საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი)
- პროგრამის მოკლე აღწერა
- სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუსები)
- სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, წარდგენისა და შეფასების ინსტრუქცია