სიმულაციური მედიცინის კლინიკა

სიმულაციური სწავლება მედიცინაში ფართოდ გამოყენებული და აპრობირებული მეთოდია. მისი მთავარი დანიშნულებაა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმა კლინიკურად სტრუქტურირებულ, სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც დამწყებ ექიმებს შეუძლიათ ისწავლონ და შეიძინონ სამედიცინო უნარ-ჩვევები.

გეომედის სიმულაციური მედიცინის კლინიკა, არის მედიცინის ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (სიმულაციური მოდელები, სამედიცინო ინსტრუმენტები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ა.შ.) და შექმნილია კლინიკური გარემო, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას რეალობასთან მიახლოებულ პირობებში გამოიმუშაონ კლინიკური უნარები და შეიგრძნონ კლინიკური სიტუაციისათვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობითი დატვირთვა, განიხილონ ანატომიურ-ფიზიოლოგიური სიტუაციები, განახორციელონ ძირითადი სამედიცინო მანიპულაციები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით. კლინიკაში ასევე ტარდება პრობლემაზე ორიენტირებული გამოცდები-OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა). OSCE გამოიყენება კლინიკური კომპეტენციების (კლინიკური უნარ-ჩვევების) შესაფასებლად. OSCE-ს გამოცდის დროს სტუდენტები ახდენენ კლინიკური უნარ-ჩვევების დემონსტრაციას სიმულაციური მოდელების გამოყენებით ან სტანდარტიზებულ პაციენტზე (პაციენტის როლის შემსრულებელი პირი).


Facebooktwitterpinterestlinkedinmail