
- ბიბლიოთეკის შესახებ
- ელ. კატალოგი
- ელ. ბიბლიოთეკა
- პლაგიატი
- სამეცნიერო ბაზები
- სასარგებლო ბმულები
ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციაა სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის საბიბლიოთეკო რესურსებით უზრუნველყოფა.
ბიბლიოთეკას აქვს სტანდარტით გათვალისწინებული სივრცეები, რომლებიც ქმნიან სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისთვის ხელშემწყობ და კომფორტულ გარემოს.
ბიბლიოთეკა მუშაობს კვირაში 6 (ექვსი) დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ბიბლიოთეკის სამუშაო საათებია:
ორშაბათი-პარასკევი: 09:00 საათიდან -20:00 საათამდე
შაბათი: 10:00 საათიდან – 16:00 საათამდე
ბიბლიოთეკის რესურსები მუდმივად განახლებადია. წიგნადი ფონდი აღრიცხულია ელექტრონულ კატალოგში. სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ციფრული ლიტერატურა ატვირთულია ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. ხელმისაწვდომია ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები. ელექტრონულ ბაზებზე და წიგნების ელექტრონულ კატალოგზე წვდომა შესაძლებელია როგორც ბიბლიოთეკაში, ისე ბიბლიოთეკის გარეთ.
დეტალურად ბიბლიოთეკის დანიშნულების, ფუნქციების და სარგებლობის შესახებ გაწერილია ბიბლიოთეკის დებულებაში და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებში.
ბიბლიოთეკის დებულება
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
ბიბლიოთეკის სერვისები
სამკითხველო დარბაზი – ბიბლიოთეკაში განთავსებულია მრავალადგილიანი კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზი, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეუძლიათ იმუშაონ წყნარ და კომფორტულ გარემოში.




საინფორმაციო – ტექნოლოგიური აღჭურვილობის სივრცე დაკომპლექტებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით, არსებობს შესაფერისი გარემო მომხმარებლისათვის სრულყოფილი კომპიუტერული მომსახურების გაწევისათვის. კომპიუტერებით სარგებლობა დაშვებულია მხოლოდ სასწავლო მიზნით: ტექსტის შეყვანა და რედაქტირება, ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა, ელექტრონული ფოსტით სარგებლობა და ა.შ.
ასლის გადაღების, პრინტერისა და სკანერის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარ შეკვეთის საფუძველზე, საავტორო უფლებების დაცვის ინსტრუქციებისა და შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად. ამისათვის, თქვენთვის სასურველი მასალის მითითებით უნდა გააგზავნოთ შეკვეთა მისამართზე: print.library@geomedi.edu.ge. ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში. . ასლის გადაღებისა და ამობეჭდვის სერვისი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში.
შეხვედრების და ჯგუფური მუშაობის სივრცის დაჯავშნა და მისით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს, ბიბლიოთეკის სამუშაო საათების განმავლობაში წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე.
ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით მომსახურება (ბშა) – უზრუნველყოფს სტუდენტებსა და თანამშრომლებს ისეთი რესურსებით, რაც არ მოიპოვება ბიბლიოთეკის საცავში. სერვისით სარგებლობისთვის მკითხველმა საჭიროა მიმართოს ბიბლიოთეკარს და შეავსოს შეკვეთის ფორმა.
საკონსულტაციო საათი ბიბლიოთეკართან – მიიღეთ პერსონალური კონსულტაცია ბიბლიოთეკარისგან ონლაინ ან ადგილზე, ბიბლიოთეკის სამუშაო საათებში.
გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
საკონტაქტო ინფორმაცია: library@geomedi.edu.ge
ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსებულია ელექტრონული წიგნები. სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
პლაგიატის შესახებ
პლაგიატი (აკადემიური სიყალბე) არის სხვისი იდეების ან ტექსტის გამოყენება საკუთარი სახელით, წყაროს მითითების გარეშე. ტერმინი „პლაგიატი” ლათინური plagiatrus-დან მომდინარეობს და ადამიანთა მოტაცებას ნიშნავს.
პლაგიატის სახეები
- პირდაპირი პლაგიატი (წყაროდან სიტყვა-სიტყვით გადმოწერა ციტირების ან სხვა ტიპის მითითების გარეშე)
- თვითპლაგიატი (საკუთარი მოსაზრებების გამეორება მითითების გარეშე)
- მოზაიკური პლაგიატი (სხვადასხვა წყაროდან აღებული მოსაზრებების გაერთიანება, როდესაც არ ხდება ცალკეული ავტორების მითითება)
- შემთხვევითი პლაგიატი (კვლევის საწყის ეტაპზე დაუდევრობა, თუმცა შედეგის გამო ისეთივე დარღვევაა, როგორიც გამიზნული პლაგიატი)
პლაგიატის თავიდან არიდება
პლაგიატის თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია:- მიეთითოს გამოყენებული ინფორმაციის ზუსტი წყარო
- აღინიშნოს იმ ადამიან(ებ)ის დამსახურება, ვინც დაგეხმარათ წერილობითი ნაშრომის შესრულებაში
- გამოყენებული ციტატები ჩასმული უნდა იყოს ბრჭყალებში, წყაროს ზუსტი დასახელებით
- არ იყოს გამოიყენებული ინტერნეტში განთავსებული მასალები მითითების გარეშე
- საკუთარი, უკვე გამოქვეყნებული მასალის ციტირებისას გააკეთდეს შესაბამისი მითითება
პლაგიატის პრევენცია
პლაგიატის პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტში, პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სავალდებულო საგნის სახით ისწავლება აკადემიური წერა. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში აკადემიური წერის სასწავლო კურსის შეთავაზება ხდება სწავლების პირველ ან მეორე ეტაპზე, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე – სწავლების პირველ ეტაპზე.
პასუხისმგებლობა პლაგიატობაზე
პლაგიატობის დაფიქსირების შემთხვევაში უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მუდმივმოქმედი კომისია შეისწავლის დარღვევის ფაქტებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც გადაეცემა უნივერსიტეტის რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის.

ELSEVIER – წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.
მონაცემთა ბაზები:
ScienceDirect არის Elsevier-ის წამყვანი საინფორმაციო პლატფორმა მკვლევართათვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის და ა.შ. უზრუნველყოფს წვდომას სანდო, მაღალხარისხიან, ინტერდისციპლინარულ კვლევებზე, ჟურნალებზე და სხვა.
Scopus აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს. უზრუნველყოფს სრულყოფილ სურათს მსოფლიოში მიმდინარე კვლევების ტენდენციის შესახებ მეცნიერების, ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში. ბაზებზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე დისტანციურად. დისტანციურად წვდომისათვის საჭიროა ინდივიდუალურად ავტორიზაციის გავლა ინსტიტუციური ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გამოყენების ინსტრუქცია

Cambridge Journals Online – წარმოგვიდგენს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მიმართულებების ჟურნალებს, მათ შორისაა: ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება, ეპიდემიოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ფილოსოფია, პოლიტიკა, მენეჯმენტი, სოციოლოგია, მასმედია და კომუნიკაცია.

e-Duke Journals Scholarly Collection – წარმოდგენილია ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books – წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ: ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, კვლევის მეთოდების, სამართლებრივ და სხვა საკითხებზე. კოლექცია მოიცავს სამეცნიერო მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებს.

SAGE Premier – წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.

European Respiratory Journal – კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზა, სადაც წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური, ქირურგიული და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 24.9 შეადგენს.

Mathematical Sciences Publishers Journals – წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და მომიჯნავე დისციპლინებიდან, რომელთა ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.

Royal Society Journals Collection – წარმოდგენილია ბიოლოგიური მიმართულების სამეცნიერო ჟურნალები. აგრეთვე მასალები ფიზიკის, მათემატიკის და მათი მომიჯნავე დარგობრივი დისციპლინებიდან. კოლექცია მოიცავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თითქმის ყველა სფეროს.

ACM Digital Library – ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები, და სხვა ციტირებული ნაშრომები.

The Company of Biologists’ Journals – წარმოგიდგენთ ჟურნალებს, რომლებიც მოიცავს ორგანიზმის განვითარების, უჯრედული მეცნიერების და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.

OpenEdition Journals – წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით. ბაზას აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. ასევე არის სტატიები ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
გამოყენების ინსტრუქცია

Research4Life – უზრუნველყოფს წვდომას აკადემიურ და პროფესიულ რეცენზირებად ჟურნალებზე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სოციალურ მეცნიერებებში. მოიცავს შემდეგ კოლექციებს:
Hinari –მოიცავს ლიტერატურას ჯანდაცვისა და ბიომედიცინის შესახებ.
AGORA – ციფრული ბიბლიოთეკის კოლექცია კვების და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
ARDI – გვაძლევს წვდომის საშუალებას სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციზე.
GOALI – ორიენტირებულია სამართალსა და სოციალურ მეცნიერებებზე.
OARE – აერთიანებს საინფორმაციო რესურსებს გარემოზე, ეკოლოგიაზე და სხვა.
ბაზებზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე დისტანციურად. დისტანციურად გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ბიბლიოთეკას.
გამოყენების ინსტრუქცია

PubMed Central – თავისუფალი წვდომის მონაცემთა ბაზა ბიომედიცინისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, რომელიც მოიცავს 10 მილიონზე მეტ ჩანაწერს, ციფრულ არქივს, სადაც პუბლიკაციების სრული ტექსტებია ხელმისაწვდომი მკითხველთათვის.
გამოყენების ინსტრუქცია

Eurorad – მსოფლიოში რეცენზირებული რადიოლოგიური შემთხვევების უდიდესი მონაცემთა ბაზა, რომელიც იმართება ევროპის რადიოლოგიის საზოგადოების (ESR) მიერ. გვთავაზობს შემთხვევებზე დაფუძნებულ სწავლებას, ფორმატირებულ ჩანაწერებს პაციენტის ისტორიის, დიაგნოზის შესახებ და ა.შ.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ინსტიტუციური ელფოსტის საშუალებით.











