სტომატოლოგიის ფაკულტეტი

სტომატოლოგიის ფაკულტეტი ერთ-ერთი პირველი ფაკულტეტია, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში დაარსდა. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე დიპლომირებული სტომატოლოგები, რომელთა თეორიული საფუძვლების ცოდნა და კლინიკური უნარ-ჩვევების ფლობა უთანაბრდება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. საწყის ეტაპზე სტუდენტები სპეციალობის საგნებს ეუფლებიან უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საფანტომო ლაბორატორიებში, რაც საშუალებას იძლევა, სწავლების პროცესში დაინერგოს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), ხოლო შემდგომ ეტაპზე სტუდენტები მომავალ პროფესიას ეუფლებიან უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც სტუდენტთა ჩართულობა დაავადებათა დიაგნოსტირებასა და პაციენტების მკურნალობის პროცესში მაქსიმალურია. კლინიკური სასწავლო კურსების სწავლება ხორციელდება ჩვენი უნივერსიტეტის აფილირებულ მრავალ-პროფილურ კლინიკებში. წარჩინებული კურსდამთავრებულები რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ საქმდებიან საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში. სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტის აღზრდილი არა ერთი კურსდამთავრებული მოღვაწეობს წამყვან კლინიკებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობითა და თანადგომით სტომატოლოგიის ფაკულტეტი დღითიდღე ვითარდება და მუდამ მზად არის ინოვაციებისა და ახალი გამოწვევებისთვის.


სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი
 

 

ხათუნა ტვილდიანი
მედიცინის აკადმიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
ელ. ფოსტა: khatuna.tvildiani@geomedi.edu.ge

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (1996წ). ქ. თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი „ეგრისი“ სტომატოლოგიის სპეციალობით (1999 წ.). დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2007 წელს და მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში. აქვს ექიმი – სტომატოლოგის კვალიფიკაცია, ასევე, საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მიღებული აქვს მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში როგორც შემფასებელი კომისიის წევრს, მომხსენებელს, თემის ხელმძღვანელს. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო სტატია.



კარიერული სქემა

 


Facebooktwitterpinterestlinkedinmail