2022 წლის 28 მაისს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო საუნივერსიტეტო ტური ყაზბეგში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები. ტურის ბოლოს გაიმართა ტრადიციული პიკნიკი, სადაც სტუდენტებმა სასიამოვნოთ გაატარეს დრო სხვადასხვა გასართობი აქტივობებით. ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო და სტუდენტთა გაცნობა-დაახლოებას ისახავდა მიზნად.