სტუდენტური ცხოვრება

უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება გამოირჩევა მრავალფეროვნებით და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით. თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს თავისი ნიჭისა და ინტერესის შესაბამისად. უნივერსიტეტში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის აქტივობები. სტუდენტები ჩართულნი არიან სოციალურ, საქველმოქმედო, სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ თუ შემეცნებით ღონისძიებებში. სტუდენტები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ჭადრაკი, სამბო, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, წოლჭიმი). 2018 წელს გეომედმა უნივერსიადის საერთო გუნდურ ჩათვლაში მიიღო 8 მედალი: 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი თუ კულტურული აქტივობების გუნდები:

  • ფოლკლორული ბენდი “GM FOLK”
  • ბოულინგის კლუბი
  • რაგბის გუნდი
  • კალათბურთის გუნდი
  • ფუტსალის გუნდი
  • ბადმინტონის გუნდი
  • კრიკეტის გუნდი
  • ფრენბურთის გუნდი
  • პეინტბოლის კლუბი

სტუდენტური ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ გეომედის Facebook და YouTube გვერდების მეშვეობით.































Facebooktwitterpinterestlinkedinmail