საგამოცდო ცენტრი

საგამოცდო ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში ერთიანი შიდა საგამოცდო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა ცოდნის, უნარების და კომპეტენციების გამჭირვალე, ობიექტურ და სამართლიან შეფასებას, რითაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ამაღლებას.

საგამოცდო ცენტრის ფუნქცია-მოვალეობებია:
  • უნივერსიტეტში სწავლების ორივე საფეხურის შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ორგანიზება
  • პროფესორ-მასწავლებლების მიერ ტესტების დროული მოწოდების ორგანიზება
  • უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის გამართული ტექნიკური აღჭურვილობით და სამართლებლივ გარემოში წარმართვის ორგანიზება და ხელშეწყობა
  • სტუდენტებისათვის გამოცდის ჩატარების წესის, ვადის და ფორმატის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის, გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება
  • გამოცდების ორგანიზებულად ჩატარება, გამოცდებზე გასაშვები დამკვირვებლების გამოძახება და ტრენინგი
  • უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტზე საგამოცდო შეფასებების შესახებ ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნა
გამოცდების ჩატარებისა და გამოცდაზე სტუდენტთა ქცევის წესები:
  1. შუალედური და ფინალური გამოცდები ჩატარდება შპს უნივერსიტეტი გეომედის საგამოცდო ცენტრში
  2. კურაციული სწავლების შემთხვევაში, შეიძლება შუალედური გამოცდა ჩატარდეს სასწავლო კურსის განმახორციელებელთან კლინიკაში, რომელსაც დაესწრება დეკანატის წარმომადგენელი
  3. საგამოცდო რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. რეგისტრაციის დრო არ შედის საგამოცდო დროში. დაგვიანებული სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება შესაბამისი გამოცდის აღდგენის უფლების გარეშე. ასევე სტუდენტი ვალდებულია, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  4. გამოცდის მიმდინარეობის დროს ნებისმიერი ელექტრონული საშუალება (მობილური ტელეფონი, ფოტო და ვიდეო კამერები და სხვ.) უნდა გამოირთოს და შეინახოს სპეციალურად განკუთვნილ კარადაში
  5. დაუშვებელია გამოცდაზე სხვა პირის დახმარება, სხვისაგან დახმარების მიღება, ან მისი მცდელობა ან სხვა პირის ხელშეწყობა დახმარების მისაღებად
  6. სტუდენტის გამოცდიდან მოხსნის საფუძვლებია: საგამოცდო მასალების მოპოვება; ნება-დართულის გარდა სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება; საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ, საგამოცდო მასალებზე რაიმე ჩანაწერების გაკეთება; კონსპექტების, ,,შპარგალკების“, წიგნების და სხვა მასალების გამოყენება; საუბარი, ხმაური, ჟესტიკულაციის გამოყენება; სხვა სტუდენტისათვის ხელის შეშლა ნებისმიერი ფორმით; სხვა პირებთან კონსულტირება ან ურთიერთობა აუდიტორიის გარეთ გამოცდის პერიოდში; საგამოცდო მასალების გადაწერა, გადაღება მისი გარეთ გატანა ან გატანის მცდელობა ნებისმიერი ფორმით; სხვა პირის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება; გამომცდელის მითითებების შეუსრულებლობა, მითითებების გაპროტესტება გამოცდის მსვლელობისას ან გამომცდელის შეურაცხყოფა
  7. გამოცდიდან სტუდენტის მოხსნა და გამოცდის გაუქმება ფიქსირდება სპეციალურ ოქმში
  8. სტუდენტის მიერ საგამოცდო შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია წერილობით (სააპელაციო ფორმა). სტუდენტმა უნდა მიმართოს განცხადებით დეკანს. დეკანი ვალდებულია 3 სამუშაო დღეში განიხილოს საჩივარი სასწავლო კურსის განმახორციელებელთან ერთად და მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული შეფასების შეცვლა/შენარჩუნების თაობაზე. ნებისმიერი გადაწყვეტილება იმავე დღეს ეცნობოს სტუდენტს. თუ სტუდენტს არ დააკმაყოფილებს მიღებული გადაწყვეტილება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ნაშრომი გადაეგზავნოს სასწავლო კურსის სხვა სპეციალისტს ხელახალი შეფასების მიზნით. ხელახალი შეფასების საბოლოო შედეგი სტუდენტს უნდა ეცნობოს საგამოცდო პერიოდში, ისე რომ არ დაირღვეს სტუდენტის ინტერესი და უფლებები

საკონტაქტო ინფორმაცია
საგამოცდო ცენტრი უფროსი – დავით ჩიხრაძე
d.chikhradze@geomedi.edu.ge


Facebooktwitterpinterestlinkedinmail