უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობა თურქეთის საერთაშორისო სიმპოზიუმში

2022 წლის 16-18 მაისს, თურქეთის ქალაქ სტამბულში, უსკუდარის უნივერსიტეტში ჩატარდა მეცხრე საერთაშორისო კომუნიკაციის დღეების სიმპოზიუმი: “Communication Studies in the Digital Age”, რომელშიც მონაწილეობდნენ კომუნიკაციის მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედია კომუნიკაციების სპეციალისტები და პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტ გეომედიდან მიწვეულნი იყვნენ და სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა თორნიკე ხოშტარიამ და არჩილ კაპანაძემ.

პროფესორ თორნიკე ხოშტარიას თემა „Utilising Consumer-Based Brand Equity Model to Investigate Brand Loyalty and Extensions in Football Clubs” ეხებოდა საფეხბურთო კლუბებში ბრენდის ელემენტების კვლევას, და მასში განხილული იყო ის ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ბრენდის ლოიალობასა და შესყიდვების განზრახვაზე.

პროფესორ არჩილ კაპანაძის თემა: „Human Type Artificial Intelligence, Version 1.0”, ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის შექმნას ინდუქციური ლოგიკის ოპერატორის გამოყენებით მოტივაციური, იერარქიული ფილტრების საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ ორივე მოხსენებამ დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან. განხილული თემების გარშემო გაიმართა დისკუსია. ასევე, დაისახა მომავალი სათანამშრომლო გეგმები წამყვან უნივერსიტეტებთან.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail