2022 წლის 11-14 მაისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ჩატარდა გინეკოლოგია-ენდოკრინოლოგიის მე-20 მსოფლიო კონგრესი (ISGE), რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და დარგის მოწინავე ექსპერტ-სპეციალისტები.
კონგრესზე მოხსენებით წარსდგა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასისტენტ-პროფესორი ელენე ასანიძე თემებით: „ორსულობის განმეორებითი დანაკარგები პაციენტებში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით“ და „მემკვიდრეობითი თრომბოფილია ქართველ ქალებში დაუდგენელი გენეზის ორსულობის დანაკარგებით“.
თემატიკის აქტუალობიდან და კვლევის შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეებიდან გამომდინარე, აღნიშნულმა მოხსენებებმა კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონგრესზე ვიზიტი განხორციელდა უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული გრანტის [GF-21-01] მხარდაჭერით. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდა უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.