სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2021 წლის 16 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს ონლაინ სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.“ აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბერი (იხ. ინსტრუქცია), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე conference@geomedi.edu.ge. სტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა

გიმნასიონი – „სუშრუტა: ინდური მედიცინისა და ქირურგიის ფუძემდებელი“

გიმნასიონი – „სუშრუტა: ინდური მედიცინისა და ქირურგიის ფუძემდებელი“

2021 წლის 12 ნოემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის პანკილ ნაიმეშკუმარ პარიხის ონლაინ მოხსენება თემაზე „სუშრუტა: ინდური მედიცინისა და ქირურგიის ფუძემდებელი“. მოხსენებაში განხილული იყო უძველესი ინდური სამედიცინო ტრაქტატ „სუშრუტა სამჰიტასის“ მიხედვით ქირურგიული ინსტრუმენტები, პროცედურები, ოპერაციის ტიპები, სამკურნალო წამლის სახეობები და ზოგადად ინდური სამედიცინო სისტემა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები …

ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა

ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა

2021 წლის 10-11 ნოემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე „ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა. ზოტეროს ტრეინინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ზოტეროს ბიბლიოთეკის შექმნა და წყაროების დამატება ზოტეროს ბიბლიოთეკის მოწესრიგება ციტირებების და ბიბლიოგრაფიის შექმნა ზოტეროს ონლაინ სივრცე ტრეინინგის თეორიულ ნაწილთან …

შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან

შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან

2021 წლის 11 ნოემბერს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. ბექა ფერაძემ, “თბილისი მედიკის” ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა და ლაბორატორიული დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ჯიბლაძემ – სააქციო საზოგადოება „ევექსის ჰოსპიტლები“ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხარისხის მართვისა და პაციენტთა უსაფრთხოების სპეციალისტმა, ჯანდაცვის ეკონომიკისა …

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტთა საყურადღებოდ!

კონსულტაცია თურქეთის ონდოკუზ მეის უნივერსიტეტში ბილატერალურ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარდება 2021 წლის 11 ნოემბერს, 16:30 საათზე, ონლაინ ფორმატში. მსურველებს დასწრება შეუძლიათ შემდეგი ლინკის საშუალებით: meet.google.com/sog-beuw-rpp