გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნებით შეივსო ბეჭდური ფონდები და ელექტრონული რესურსების ბაზა. ახალი წიგნებისა და ელექტრონული წიგნების სია ა) ქართულ ენოვანი წიგნები: გასმანი ო., ფრანკერბერგერი კ., ცზიკი მ. – ბიზნესმოდელების ნავიგატორი. 2020. არმსტრონგი მ., ტეილორ სტ. – ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო. 2020. კაკლიანი ლ., ბაქრაძე მ. – მოკლე გადასამეორებელი კურსი და ძირითადი საკითხები რევმატოლოგიაში. 2020. …
2021 წლის 22 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“. მომხსენებელი იყო აა(ი)პ „ასოციაცია მეცნიერებისთვის“ პრეზიდენტი – თამარ ხახუტაშვილი. სემინარზე განხილული იყო სამეცნიერო ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება. სემინარი ჩატარდა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში.
2021 წლის 15 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში პროექტ გიმნასიონის ფარგლებში, ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის ნიკო ქაძანაიას ონლაინ მოხსენება თემაზე „ადამიანი და ბუნება“. მოხსენებაში განხილული იყო სამკურნალო საშუალებები ადრეულ საქართველოში, წამლების დამზადების ხელოვნება, ხალხური მკურნალობის მეთოდები და ბუნებრივი რესურსების გამოყენება მედიცინაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დამსწრე საზოგადოება. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო …
ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების საფუძველზე, შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაფინანსდა ასისტენტ-პროფესორ ელენე ასანიძის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი: „ჰიპერჰომოცისტეინემიის როლი უნაყოფობის და ორსულობის დანაკარგების პათოგენეზში პაციენტებში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით“.
2021 წლის 4-6 ოქტომბრს, უნივერსიტეტ გეომედის თაოსნობით, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება, მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2021“. მიუხედავად პანდემიისა, სიმპოზიუმს დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო უნივერსიტეტებიდან ეწვივნენ. ღონისძიება გაიმართა კახეთში, სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“, სადაც უცხოელ სტუმრებთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და წარჩინებული სტუდენტები. სიმპოზიუმზე გაჟღერდა სამედიცინო საქმიანობაში მიღწეული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, მსოფლიოს …