შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან

2021 წლის 11 ნოემბერს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან.

ბექა ფერაძემ, “თბილისი მედიკის” ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა და ლაბორატორიული დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ჯიბლაძემ – სააქციო საზოგადოება „ევექსის ჰოსპიტლები“ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხარისხის მართვისა და პაციენტთა უსაფრთხოების სპეციალისტმა, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი წარმატების ფორმულა, ესაუბრნენ უნივერსიტეტში მიღებული განათლების შესახებ, რომელიც მათ დაეხმარათ კარიერულ წინსვლაში. შეხვედრისას კურსდამთავრებულების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, მათ კომპანიაში მიმდინარე ვაკანსიების შესახებ. შეხვედრამ აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail