ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა

2021 წლის 10-11 ნოემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე „ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა. ზოტეროს ტრეინინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • ზოტეროს ბიბლიოთეკის შექმნა და წყაროების დამატება
  • ზოტეროს ბიბლიოთეკის მოწესრიგება
  • ციტირებების და ბიბლიოგრაფიის შექმნა
  • ზოტეროს ონლაინ სივრცე

ტრეინინგის თეორიულ ნაწილთან ერთად მონაწილეებმა პარალელურად შეასრულეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული პრაქტიკული დავალებები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail