ბილატერალური გაცვლითი პროგრამა თურქეთის ონდოკუზ მეის უნივერსიტეტში

შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მედიცინის ფაკულტეტის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის პარტნიორ თურქეთის ონდოკუზ მეის (Ondokuz Mayis) უნივერსიტეტში. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი (2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი). სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადები – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2021 წლის …

სემინარი “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”

სემინარი “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”

2021 წლის 29 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”. სემინარი ჩაატარა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ, რომელმაც ისაუბრა სამეცნიერო ბაზების, EBSCO-სა და ELSEVIER-ის მრავალფეროვანი წყაროების მოძიებისა და გამოყენების გზების შესახებ მედიცინაში. სემინარი წარიმართა ონლაინ და დასწრებულ ფორმატში.