ბილატერალური გაცვლითი პროგრამა თურქეთის ონდოკუზ მეის უნივერსიტეტში

შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მედიცინის ფაკულტეტის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის პარტნიორ თურქეთის ონდოკუზ მეის (Ondokuz Mayis) უნივერსიტეტში.

გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი (2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადები – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2021 წლის 19 ნოემბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: nana.gvenetadze@geomedi.edu.ge.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • CV-ს ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • ინგლისური ენის, B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე)
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა განცხადება

კონკურსის შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი)
  • გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან (შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი)
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში (ონდოკუზ მეის უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი)
  • გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან (შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი)
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში (ონდოკუზ მეის უნივერსიტეტი)

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე)   საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2021 წლის 24 ნოემბერს, 12:00 საათზე.

სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით მიმართეთ დეკანატებს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.

კონსულტაციები გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარდება 2021 წლის 11 და 22 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაცია:
– შერჩეული კანდიდატები თავად აანაზღაურებენ მგზავრობის, საცხოვრებლის, კვებისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს;
– შერჩეულმა კანდიდატებმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail