2021 წლის 29 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”. სემინარი ჩაატარა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ, რომელმაც ისაუბრა სამეცნიერო ბაზების, EBSCO-სა და ELSEVIER-ის მრავალფეროვანი წყაროების მოძიებისა და გამოყენების გზების შესახებ მედიცინაში. სემინარი წარიმართა ონლაინ და დასწრებულ ფორმატში.