1. შპს უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: თერაპიული სტომატოლოგია; შინაგანი სნეულებანი):
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 1
მედიცინის ფაკულტეტი (მიმართულება: კლინიკური ალერგოლოგია; აკადემიური წერა; ნეფროლოგია, უროლოგია; ქართული ენა; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები; სამედიცინო ქიმია; დერმატოვენეროლოგია; მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია; ციტოლოგია, ემბრიოლოგია; ჰემატოლოგია):
პროფესორი – 4
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი – 4
ასისტენტი – 2
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (მიმართულება: სამედიცინო ბიოლოგია; ფიზიკური დატვირთვების მორფოლოგია; ინვალიდთა კინეზოკორექცია; ადაპტური ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა):
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 2
ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (მიმართულება: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები; ჯანდაცვის სისტემის რეფორმები და პოლიტიკა; ფირმის ეკონომიკა; სტატისტიკა ბიზნესსა და ეკონომიკაში):
პროფესორი – 4
2. პროფესორი და ასოცირებული პროფესორი თანამდებობაზე აირჩევა 7 (შვიდი) წლის ვადით. ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი თანამდებობაზე აირჩევა 3 (სამი) წლის ვადით.
3. აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა, განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება);
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
ვ) ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) შესაბამისი სილაბუსი (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება);
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
ლ) კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში: კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
მ) კლინიკურ მიმართულებებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი კლინიკის ხელმძღვანელისაგან (დანართი 2), სადაც განხორციელდება სასწავლო პროცესი;
ნ) დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ. ), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2025 წლის 17 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 1000 საათიდან 1700 საათამდე;
5. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 01 დეკემბერს 1000 სთ -1700 სთ.
6. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე ჩატარდება 2025 წლის 02 დეკემბერს 1100 სთ -1400 სთ.
7. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2025 წლის 03 დეკემბერს.
8. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2025 წლის 04 დეკემბრის 1700 საათამდე.
9. 2025 წლის 05-08 დეკემბერი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1
დანართი 2
აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესი




