1. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის 1 (ერთი) ადგილზე.
აპლიკანტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს + – ის გრანტი.
2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი (2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).
3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადები – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2025 წლის 16 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: giorgi.kutibashvili@geomedi.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
- CV-ს ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
- ინგლისური ენის, B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა).
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე).
- სასწავლო ბარათი ინგლისურ ენაზე (აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მიმდინარე GPA მინიმუმ 2.8).
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:
- ტესტირება ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) – 2025 წლის 27 ოქტომბერი, 1200 საათზე.
- დოკუმენტაციის შემოწმება – 2025 წლის 28 ოქტომბერი.
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2025 წლის 29 ოქტომბერი, 1200 საათზე.
- შერჩეული კანდიდატის ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში – 2025 წლის 30 ოქტომბერი.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე) საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად.
5. კონსულტაციები გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2025 წლის 15 – 16 ოქტომბერს, 1100 საათზე.
6. სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით მიმართეთ დეკანატს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.
7. დამატებითი ინფორმაცია:
- სტიპენდია მოიცავს 850 ევროს თვეში (5 თვის განმავლობაში). ასევე, 820 ევროს ავია ბილეთებისთვის.
- სემესტრი მასპინძელ უნივერსიტეტში იწყება 2026 წლის 16 თებერვალს.
- შერჩეულმა კანდიდატმა 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.











