12 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრა სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის ფაკულტეტების პირველი კურსის სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდა ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნანა ცერცვაძე, რომელმაც სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების წესები, ბიბლიოთეკის მუშაობის ძირითადი პრინციპები, ბეჭდური და ელექტრონული ფონდების კატალოგი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს, მათში არსებულ უახლეს სამედიცინო ლიტერატურასა და წვდომის პირობებს. სტუდენტებმა …












