ვებინარი Scopus-ის გამოყენების შესახებ

ვებინარი Scopus-ის გამოყენების შესახებ

 26 მარტს ელსევიერის ტრენერის კირილ ივანოვის მიერ ჩატარდა ვებინარი: ,,How to navigate in Scopus titles.’’ვებინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რას ნიშნავს ღია წვდომის ჟურნალები; ღია წვდომის სახეები; რა არის ჟურნალის მეტრიკა; როგორ ხდება სკოპუსში ჟურნალების ინდექსირება და შეწყვეტა და ა.შ. ვებინარს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2024 წლის 14 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 18 მაისი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge მიმაგრებული ფაილები: მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა

ღია ლექცია

ღია ლექცია

2024 წლის, 15 მარტს, უნივერსიტეტი გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ღია ლექცია, თემაზე: ,,პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა რეაბილიტაციაში: ანალიზი, დაგეგმვა და მართვა.” მომხსენებლები საქართველოს მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ნუტრიციოლოგი, პროფესორი – ქეთევან ბერიძე და საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი – ჯარჯი ბუზარაშვილი, სტუდენტებს ესაუბრნენ სპორტული რეაბილიტაციის სამიზნე ნიშნულებზე, ინტერვენციებსა და მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენების კვების პრობლემებზე, …

რეზიდენტურის წარჩინებული კურსდამთავრებულები

რეზიდენტურის წარჩინებული კურსდამთავრებულები

რეზიდენტების კიდევ ერთმა ნაკადმა წარჩინებით დაამთავრა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ბაზაზე არსებული სარეზიდენტო პროგრამა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში და სპეციალიზაციის კურსი ბავშვთა და მოზარდთა თერაპიულ სტომატოლოგიაში. უნივერსიტეტის და სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრაცია ულოცავს მათ და უსურვებს შემდგომ პროფესიულ განვითარებას, წინსვლასა და მადლიერი პაციენტების სიუხვეს. სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ბიბლიოთეკის ბეჭდური ფონდი განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის ბეჭდური ფონდი განახლდა შემდეგი ახალი წიგნებით: დვალი მ.-ოფთალმოლოგიის საფუძვლები. 1-ლი გამოცემა, 2023. ბოროვსკი ე.- თერაპიული სტომატოლოგია. მე-4 გამოცემა, 2023. კილასონია ბ.- სასამართლო მედიცინა. მე-2 გამოცემა, 2020.