2024 წლის, 15 მარტს, უნივერსიტეტი გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ღია ლექცია, თემაზე: ,,პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა რეაბილიტაციაში: ანალიზი, დაგეგმვა და მართვა.”
მომხსენებლები საქართველოს მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ნუტრიციოლოგი, პროფესორი – ქეთევან ბერიძე და საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი – ჯარჯი ბუზარაშვილი, სტუდენტებს ესაუბრნენ სპორტული რეაბილიტაციის სამიზნე ნიშნულებზე, ინტერვენციებსა და მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენების კვების პრობლემებზე, მათ მნიშვნელობაზე.
სემინარის ბოლოს მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.