რეზიდენტურის წარჩინებული კურსდამთავრებულები

რეზიდენტურის წარჩინებული კურსდამთავრებულები

რეზიდენტების კიდევ ერთმა ნაკადმა წარჩინებით დაამთავრა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ბაზაზე არსებული სარეზიდენტო პროგრამა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში და სპეციალიზაციის კურსი ბავშვთა და მოზარდთა თერაპიულ სტომატოლოგიაში. უნივერსიტეტის და სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრაცია ულოცავს მათ და უსურვებს შემდგომ პროფესიულ განვითარებას, წინსვლასა და მადლიერი პაციენტების სიუხვეს. სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.