2022 წლის 22 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ სამსუნში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (FISU) ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში, სადაც უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იმედა გოგოლაძემ ოქროს მედალი მოიპოვა სამბოში. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს იმედას ამ უდიდეს მიღწევას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში.
შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე. – საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სტომატოლოგიის მიმართულებით).• სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.• ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება (სტომატოლოგიის მიმართულებით), ასევე შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.• ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად). – ზოგადი უნარები:• ზეპირი კომუნიკაციის უნარი• ანალიტიკური …
2022 წლის 26 სექტემბერს, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში, სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების პირველი კურსის სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა. სტუდენტებს მიესალმნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ფაკულტეტის დეკანებმა. შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებზე, სასწავლო პროცესზე და სტუდენტურ აქტივობებზე. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
უნივერსიტეტი გეომედი აქვეყნებს ინფორმაციას „SPINAKER”-ის პროექტის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ჩვენი პარტნიორი სიედლცეს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ და შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ “Brand Management on the International Market-Polish Experience” პროგრამაში. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს საბაკალავრო, სამაგისტრო, და ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტთა ჩართვას აღნიშნულ პროექტში. პროექტის ფორმატი: ონლაინ და ლაივ რეჟიმი პროექტის ხანგრძლივობა: …
1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: თერაპიული სტომატოლოგია):პროფესორი …