უნივერსიტეტი გეომედი პირველკურსელებს სწავლის დაწყებას ულოცავს

2022 წლის 26 სექტემბერს, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში, სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების პირველი კურსის სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა. სტუდენტებს მიესალმნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ფაკულტეტის დეკანებმა. შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებზე, სასწავლო პროცესზე და სტუდენტურ აქტივობებზე. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail