შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე. – საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სტომატოლოგიის მიმართულებით).• სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.• ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება (სტომატოლოგიის მიმართულებით), ასევე შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.• ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად). – ზოგადი უნარები:• ზეპირი კომუნიკაციის უნარი• ანალიტიკური …
2022 წლის 26 სექტემბერს, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში, სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების პირველი კურსის სტუდენტებისათვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა. სტუდენტებს მიესალმნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ფაკულტეტის დეკანებმა. შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებზე, სასწავლო პროცესზე და სტუდენტურ აქტივობებზე. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.