კიდევ ერთი ოქროს მედალი

კიდევ ერთი ოქროს მედალი

2022 წლის 22 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ სამსუნში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (FISU) ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში, სადაც უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იმედა გოგოლაძემ ოქროს მედალი მოიპოვა სამბოში. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს იმედას ამ უდიდეს მიღწევას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში.