ცხადდება კონკურსი სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

– საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•   დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სტომატოლოგიის მიმართულებით).
•   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
•   ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება (სტომატოლოგიის მიმართულებით), ასევე შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
•   ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).

– ზოგადი უნარები:
•  ზეპირი კომუნიკაციის უნარი
•  ანალიტიკური აზროვნების უნარი
•  გუნდური მუშაობის უნარი
•  ორგანიზებულობა
•  კომპიუტერული უნარები

 – კონკურსის ეტაპები:
•  დოკუმენტაციის წარდგენა.
•  გასაუბრება.

 – წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
•  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
•  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
•  კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
•  ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
•  ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
•  ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

– გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები:
•  ზეპირი კომუნიკაციის უნარი
•  ანალიტიკური აზროვნების უნარი
•  მოტივაცია

თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით: 3 ქულა – კარგი, 2 ქულა – დამაკმაყოფილებელი, 1 ქულა – არადამაკმაყოფილებელი. კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე დაგროვებული ქულების შესაბამისად.

– განცხადების წარდგენის ვადა: 2022 წლის 05 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;

– გასაუბრება: 2022 წლის 13 ოქტომბერი, 12.00 სთ.

– შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 17 ოქტომბერი.

– შედეგების გასაჩივრების ვადა: 2022 წლის 18 ოქტომბრის 17.00 საათამდე.

– სააპელაციო კომისიის მუშაობა: 2022 წლის 19 ოქტომბერი.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail