2021 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა, პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა. თითოეული მოხსენების გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს დაემატა ახალი წიგნები: მამალაძე მ., კორსანტია ნ., სანოძე ლ.-ოპერაციული ოდონტოლოგია. ნაწილი I, I I გამოცემა., 2021. ჩიკვილაძე დ., მეტრეველი დ.- სამედიცინო მიკრობიოლოგია. 2021.
2021 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით გაიმართება სემინარი თემაზე “რიტორიკა”, რაც ემსახურება მეტყველების კულტურისა და ორატორობის ხელოვნების ძირითადი პრინციპების გაცნობას. სემინარს გაუძღვება სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორი გოჩა მსხილაძე. სემინარი ჩატარდება უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით. ასევე მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ ონლაინ ფორმატში Google Meet პლატფორმის საშუალებით: https://meet.google.com/byp-qquo-wwo
2021 წლის 17 დეკემბერს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა „ევექსის ჰოსპიტლების“ წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და მათი კარიერული წინსვლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას ესწრებოდნენ „ევექსის ჰოსპიტლების“ საექთნო მიმართულების განვითარების კოორდინატორი თამარ დაუსი, პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ნინო შადური, შერჩევის განყოფილების უფროსი თამარ კაზალიკაშვილი …
2021 წლის 16 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში კვლევებსა და აქტუალურ საკითხებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ნანა …