პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა  პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა, პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა. თითოეული მოხსენების გარშემო  გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.

ბიბლიოთეკის ბეჭდური ფონდები განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს დაემატა ახალი წიგნები: მამალაძე მ., კორსანტია ნ., სანოძე ლ.-ოპერაციული ოდონტოლოგია. ნაწილი I, I I გამოცემა., 2021. ჩიკვილაძე დ., მეტრეველი დ.- სამედიცინო მიკრობიოლოგია. 2021.

სემინარი თემაზე „რიტორიკა“

2021 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით გაიმართება სემინარი თემაზე “რიტორიკა”, რაც ემსახურება მეტყველების კულტურისა და ორატორობის ხელოვნების ძირითადი პრინციპების გაცნობას. სემინარს გაუძღვება სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორი გოჩა მსხილაძე. სემინარი ჩატარდება უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით. ასევე მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ ონლაინ ფორმატში Google Meet პლატფორმის საშუალებით: https://meet.google.com/byp-qquo-wwo

შეხვედრა ევექსის ჰოსპიტლების წარმომადგენლებთან

შეხვედრა ევექსის ჰოსპიტლების წარმომადგენლებთან

2021 წლის 17 დეკემბერს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა „ევექსის ჰოსპიტლების“ წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და მათი კარიერული წინსვლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას ესწრებოდნენ „ევექსის ჰოსპიტლების“ საექთნო მიმართულების განვითარების კოორდინატორი თამარ დაუსი, პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ნინო შადური, შერჩევის განყოფილების უფროსი თამარ კაზალიკაშვილი …