სემინარი თემაზე: Towards Successful Scientific Research

2021 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება სემინარი „Towards Successful Scientific Research“. მომხსენებლები იქნებიან გეომედის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი არიან მატინი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. სემინარზე განხილული იქნება კვლევის დაგეგმარება და სტატიის მაღალ რეიტინგულ, საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნების პრაქტიკა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ ფორმატში.