2021 წლის 17 დეკემბერს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა „ევექსის ჰოსპიტლების“ წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და მათი კარიერული წინსვლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ევექსის ჰოსპიტლების“ საექთნო მიმართულების განვითარების კოორდინატორი თამარ დაუსი, პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ნინო შადური, შერჩევის განყოფილების უფროსი თამარ კაზალიკაშვილი და ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორი მაია ჩხაიძე.
წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ევექსის ჰოსპიტლების პრიორიტეტები, ქსელში დასაქმებისა და 18 ჰოსპიტალში როტაციის სქემა, დღეისთვის არსებული ვაკანსიები და სტუდენტებისათვის შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.